მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობის პროცესი გრძელდება

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით, კომპანია “სოკარში” პატიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

აქსესუარების, ნახატების, ნაქარგების, ჩანთების, სამკაულებისა და სხვა ნაკეთობების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდებულების პირად შემოსავალს წარმოადგენს, რაც მათი რესოციალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ამ მიზნით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის თანამშრომლობას საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

ინფორმაციას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading