ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს რეზოლუცია მორიგი თავდასხმაა ქართველ ხალხზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს არის „მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე“ და ევროპული ბიუროკრატიის მძიმე მდგომარეობის გამოვლინება.
„რეზოლუციაში მოცემული ზოგიერთი ჩანაწერი კრიტიკას ვერ უძლებს. ასეთი დოკუმენტები არ წარმოადგენს ობიექტურობას და არავითარი ფასი არ აქვს მათ,“ – განაცხადა კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერმა რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორი, ლიზა იასკო, სუბიექტურ ინტერესშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მის აქტიურობას გარკვეული პირადი მოტივები აქვს.