ზამურ ჭითანავა ბოლნისელებს აქტიურობისთვის მადლობას უხდის და მხარდაჭერის იმედს გამოთქვამს

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისის მოსახლეობას სოციალური ქსელით მიმართავს, მადლობას უხდის აქტიური ჩართულობისთვის და აცხადებს, რომ გამარჯვების შემდეგ მზად არის, მათთან ერთად იმუშაოს მუნიციპალიტეტის გაძლიერებასა და განვითარებაზე.

„თქვენი თანადგომით დარწმუნებული ვარ, ერთად შევქმნით ძლიერ, განვითარებულ და წარმატებულ ბოლნისს“, – წერს მერობის კანდიდატი და ბოლნისელებს 4 ოქტომბრის არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

ჭითანავას თქმით, განსაკუთრებით გაახარა ახალგაზრდების ჩართულობამ, რომლებიც, მისი შეფასებით, მუნიციპალიტეტის მომავალია.

მერობის კანდიდატმა ასევე მადლობა გადაუხადა პარტია „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ნდობისთვის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading