ირაკლი კობახიძე: საქართველო დემოკრატიულია – ძალადობას მკაცრად გაეცემა პასუხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანა დემოკრატიული სახელმწიფოა და ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება, თუმცა ნებისმიერი ძალადობრივი აქტი დაისჯება.

კობახიძემ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიასა და გაერთიანებას, შეიცვალონ პოზიცია და გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან მისი ძალადობით შეცვლა. პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტები და სამართალდამცავი სტრუქტურები ძლიერი და ერთიანი არიან, შესაბამისად, სამართალდამრღვევებს უმკაცრესი სანქციები ელოდებათ.

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვა გაერთიანებას, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, ქმედითად გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა. ყველას მინდა შევახსენო, რომ დღეს საქართველო, მისი კონსტიტუციური სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული, როგორც არასდროს. აქედან გამომდინარე, არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რომლისგანაც ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრეს პასუხს მიიღებს. საქართველო განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას, რაზეც საქართველოს მთავრობა და მისი თითოეული უწყება სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading