„ხვალ ჩვენი ერთად გავლილი გზა გადაწყვეტილებას საჭიროებს“ – დავით კარგარეთელი ამომრჩევლებს მიმართავს

გარდაბნის მერობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“, დავით კარგარეთელი, საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ ამომრჩევლებს მიმართავს და ხვალინდელი დღის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„დასრულდა საარჩევნო კამპანია – დღეები, სავსე უშუალო შეხვედრებითა და გულწრფელი საუბრებით. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ უზომო სითბოსა და ნდობისთვის, რომელიც ამ დღეებში გამოხატეთ“, – აღნიშნა კარგარეთელმა.

მისი თქმით, ყოველი შეხვედრა, მხარდაჭერა თუ კრიტიკული შენიშვნაც კი მისთვის იყო მოტივაცია, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხვალ – არჩევნების დღეს.

„ხვალ, არჩევნების დღეს, მოგიწოდებთ, მოხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და გამოიყენოთ თქვენი უმნიშვნელოვანესი ხმა. თუ გჯერათ იმ გზის, რომელიც ერთად გავიარეთ, იმ გეგმებისა და დაპირებების, რაზეც ვისაუბრეთ, მხარი დაუჭირეთ არა მხოლოდ ჩემს კანდიდატურას მერის პოსტზე, არამედ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ და გარდაბნის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებს“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

დავით კარგარეთელი ყურადღებას ამახვილებს გუნდის მნიშვნელობაზე და აცხადებს, რომ გარდაბნის წინსვლისთვის ძლიერი, ერთიანი გუნდი აუცილებელია.

„მხოლოდ ძლიერი, ერთიანი გუნდით შევძლებთ ჩვენი გარდაბნისთვის მართლაც მასშტაბური და სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას. ხვალ თქვენს ხელშია ჩვენი საერთო წარმატება – მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება გარდაბანს!“ – განაცხადა მან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading