მიხეილ აფციაური თეთრიწყაროელებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ხვალინდელ არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“, მიხეილ აფციაური, ადგილობრივ მოსახლეობას წინასაარჩევნო პერიოდში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
„ძვირფასო თეთრიწყაროელებო, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართულობისთვის და გვერდში დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი ძალაა“, – აღნიშნავს აფციაური.
მისი თქმით, ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის წინსვლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული მოქალაქის მონაწილეობას და სწორი არჩევანის გაკეთებას.
„მინდა ყველას მოგიწოდოთ, აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და ხმა მისცეთ თეთრიწყაროს განვითარებას, გაძლიერებასა და კეთილდღეობას. ამ ყველაფრის გარანტიაა „ქართული ოცნება“ და მჯერა, რომ ხვალინდელ არჩევნებში, ჩვენი გუნდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მაქსიმალურ შედეგს მიაღწევს“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება. მოქალაქეები აირჩევენ თავიანთ მუნიციპალიტეტებში მერებსა და საკრებულოების წარმომადგენლებს ოთხწლიანი ვადით.