ილია II ლევან ანსიანისა და ქეთევან (მზეო) უმფრიანის ტრაგიკული გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს ოჯახს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ლევან ანსიანისა და ქეთევან (მზეო) უმფრიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა ოჯახისა და ახლობლების მიმართ.

სამძიმარში ნათქვამია, რომ 30 სექტემბერს, ჭუბერის გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ ორივე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ობლად დარჩა ოთხი მცირეწლოვანი შვილი – ილია, ოთარი (ოთო), მათე და მოსე.

„დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ლევან ანსიანის და ქეთევან (მზეო) უმფრიანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს… აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა უკვდავი სულნი და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმარში.

ილია II მოუწოდებს საზოგადოებას, ილოცონ გარდაცვლილთა სულებისათვის და მათი სახელით გააკეთონ კეთილი საქმეები.

შეგახსენებთ, დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვით შეწევნას და მათ სახელზე აღსრულებულ ნებისმიერ სხვა კეთილ საქმეს. ღმერთმა განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ; ღმერთმა დალოცოს და თვისი წყალობა და ნუგეში მომადლოს ილიას, ოთარს, მათესა და მოსეს“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის ტექსტში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading