ცოფის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა – უფასო ვაქცინაცია გრძელდება
2024 წელს, 2012 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევების რაოდენობა 80.7%-ით შემცირდა – ეს სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დადასტურებული შედეგია.
🔹 მიმდინარე წელს უკვე 160 ათასი ამთვისებელი ცხოველია ვაქცინირებული, ხოლო სააგენტო ყოველწლიურად 300 ათასზე მეტ შინაურ ცხოველს უფასოდ ცრის.
🔹 ცოფის შემთხვევათა რაოდენობაც შემცირებულია: 2024 წლის ამ პერიოდში მხოლოდ 4 შემთხვევაა დაფიქსირებული, მაშინ როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი 15-ს შეადგენდა.
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მუდმივ რეჟიმში გრძელდება – შინაური ცხოველის მეპატრონეს შეუძლია სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს ცოფის პრევენციისთვის – ვაქცინაცია უფასოა და ხელმისაწვდომი ყველასთვის.
პრევენცია – პასუხისმგებლიანი მეპატრონეობის ნაწილია.
