გორის საავტომობილო გვირაბში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დროებით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დროებით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
“21 ივლისის 23:00 სთ-დან 22 ივლისის 07:00 სთ-მდე და 22 ივლისის 23:00 სთ-დან 23 ივლისის 07:00 სთ-მდე შეზღუდვა იმოქმედებს სენაკი-თბილისის მიმართულებაზე.
23 ივლისის 23:00 სთ-დან 24 ივლისის 07:00 სთ-მდე და 24 ივლისის 23:00 სთ-დან 25 ივლისის 07:00 სთ-მდე – შეზღუდვა შეეხება თბილისი-სენაკის მიმართულებას.
მოძრაობა შესაბამის პერიოდებში გადაერთვება გორის გვირაბების შემოვლით გზებზე, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტატუსისაა.”- ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გთხოვთ, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილებები!