მეტეხის ხიდთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი იდენტიფიცირებულია – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია პოლიციაში გამოკითხვაზე.
„მეტეხის ხიდთან მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მონაწილე უკვე იდენტიფიცირებულია. იგი გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე,“ – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს სხვა პირების იდენტიფიცირება და დეტალების დაზუსტება. დამატებითი ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით მოგვიანებით გავრცელდება.
„საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას მომხდარის სხვა დეტალების შესახებაც,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.