საქართველოს 16-წლამდელთა წყალბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოლდოვა 17:11 დაამარცხა
სტამბოლში მიმდინარე 16-წლამდელთა შორის წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა წარმატებული თამაში ჩაატარა და მოლდოვის გუნდი დამაჯერებელი ანგარიშით 17:11 დაამარცხა.
ეს ისტორიული ტურნირია საქართველოს 16-წლამდელთა წყალბურთის ნაკრებისთვის, რადგან ქვეყნის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობს. ქართველმა სპორტსმენებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ჯგუფის მეორე მატჩს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მალტა ანგარიშით 11:8 დაამარცხა. მომდევნო მატჩში, 9 ივლისს, გუნდი ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.
ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენები დიდ შემართებას და თავდადებას ამჟღავნებენ, რაც მათ წარმატების კიდევ ერთ მნიშვნელოვან შანსს აძლევს. გულშემატკივრები იმედიანად ელიან მომდევნო თამაშს და საუკეთესო შედეგებს!
