რუსთავის სპორტის სასახლე 22-წლამდელთა ევროპის ფრენბურთის ჩემპიონატის მატჩებისთვის ემზადება

რუსთავის სპორტის სასახლე კიდევ ერთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს — 11, 12 და 13 ივლისს, აქ 22-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები გაიმართება ფრენბურთში.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უკვე დაიწყო მოსამზადებელი ვარჯიშები და სპორტული ფორმის საუკეთესო კონდიციაში მოყვანა. შესარჩევ ტურში მონაწილეობას მიიღებენ ლუქსემბურგის, ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებიც, რომლებიც რუსთავში ჩამოვლენ შეხვედრების ჩასატარებლად.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეებსა და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა, წარმატებები უსურვა და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა. როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა მსგავსი სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა, რაც კიდევ უფრო ზრდის ახალგაზრდების მოტივაციასა და სპორტის პოპულარიზაციას.

  • სპორტის გულშემატკივრებს რუსთავის სპორტის სასახლეში დაუვიწყარი სანახაობა ელოდებათ, ხოლო საქართველოს ნაკრები გამარჯვებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading