„11 თვის განმავლობაში C ჰეპატიტი რომ ჰქონდა, რას უშხაპუნებდნენ, რას უკეთებდნენ. აქ მედიცინის ხალხიც ძალიან ბევრი დამნაშავეა. ერთმა ექიმმა უთხრა, რომ სხვათა შორის, გაზეთშიც ეწერა, სულხანს C ჰეპატიტი აქვს და „გაჩერდი, ეგ არ თქვა, თორემ ზევით ეწყინებათო“-თამაზ მოლაშვილი
„11 თვის განმავლობაში C ჰეპატიტი რომ ჰქონდა, რას უშხაპუნებდნენ, რას უკეთებდნენ. აქ მედიცინის ხალხიც ძალიან ბევრი დამნაშავეა. ერთმა ექიმმა უთხრა, რომ სხვათა შორის, გაზეთშიც ეწერა, სულხანს C ჰეპატიტი აქვს და „გაჩერდი, ეგ არ თქვა, თორემ ზევით ეწყინებათო“. ეს ზევით ის იყო – სააკაშვილი.
სულხანს ჰყავდა მეგობრები, რომლებიც მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ, სურათს რომ გიღებდნენ მიშა სააკაშვილი გაბღენძილი სიამოვნებით უყურებდა ამას, როდესაც გაწამებდნენო. საშინელ წამებაში ჰყავდათ. 11 თვე რომ არ უმკურნალეს, ძალიან დააავადეს სულხანი იქ. უხაროდათ ეს თუ რატომ აკეთებდნენ არ ვიცი. რომელი ერთი გითხრათ, ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, მეტი რომ არ შეიძლება“, – განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თამაზ მოლაშვილმა.