საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები „ოაზისის თასის“ ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა აბუ-დაბიში „ოაზისის თასზე“ იასპარეზა. ტურნირი ფლეგ-ფეხბურთში მიმდინარეობდა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ფინალი ეროვნულმა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდთან ანგარიშით 13:29 დათმო.

საქართველო ტურნირზე მიწვეული გუნდის სტატუსით მონაწილეობდა. „ოაზისის თასზე“ საქართველოს ნაკრებმა ოთხი შეხვედრის მოგება შეძლო. ეროვნული ნაკრების ლიდერი ლაშა უნგიაძე ტურნირის საუკეთესო შემტევ სპორტსმენად დასახელდა.

ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading