სულხან მოლაშვილი პატრიარქთან მივიდა, კურთხევა აიღო და პირდაპირ მივიდა რესპუბლიკის პროკურორთან, ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც დაემალა, არ გამოჩნდა და უთხრეს,ჩვენთან რა გინდა, გრიგალაშვილი (პროკურორი) გეძებს შენო. მივიდა იქ თუ არა, იმის შემდეგ, სულხანი ვეღარ ვნახეთ” – თამაზ მოლაშვილი

„იმის შემდეგ, წელიწადი და ერთი თვე ისე გავიდა, სამჯერ მისცეს 3-3 თვით პატიმრობა. ორი პატიმრობა რომ გავიდა, დაავიწყდათ, მესამედ რომ უნდა მიეცათ, თვითონ სულხანმა გაახსენა, რომ ხვალიდან თქვენი პატიმარი აღარ ვიქნები, დამიმთავრდა ის სამი თვეო [პატიმრობის ვადა]. სულხანს ექიმისთვის უთქვამს, დასაძინებელი წამალი მომეცი, კარგად რომ დამეძინოსო, შუაღამისას, 2 საათზე მივიდნენ – სულხანს ეძინა, პროკურორი მიიყვანეს, მოსამართლე მიიყვანეს და მესამედ კიდევ [შეუფარდეს პატიმრობა]. ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, ტანჯავდნენ. რომ ეძინა საკანში, დადგნენ იმის წინ და გამოუცხადეს ეს განაჩენი“, – განაცხადა სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელზეც სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე განიხილება.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading