ირანში კრიზისი მწვავდება – პროტესტი, რეპრესიები და ათასობით მსხვერპლი

ირანის ბოლო შაჰის ვაჟმა, რეზა ფეჰლევიმ, ვიდეომიმართვით მოქალაქეებს მოუწოდა, არ დანებდნენ შიშს და ბრძოლა გააგრძელონ. მისი თქმით, რეპრესიების მიუხედავად, ათასობით სამხედრო და უსაფრთხოების ძალების წევრი სამსახურში არ გამოცხადდა. ფეჰლევიმ ინტერნეტისა და კომუნიკაციების სფეროს სპეციალისტებს რეჟიმის საინფორმაციო ინფრასტრუქტურის პარალიზებისკენაც მოუწოდა.

“ჩემო თანამემამულეებო, რეჟიმი, მკაცრი რეპრესიების, მკვლელობებისა და კომუნიკაციების გათიშვის გზით, ცდილობს თქვენში შიშისა და ტერორის დანერგვას, მოძრაობისა და ბრძოლის გაგრძელების გზაზე სასოწარკვეთას. მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენი სიმტკიცისა და ბრძოლის გამო, ათასობით სამხედრო და უსაფრთხოების ძალები არ წავიდნენ სამსახურში, რათა რეპრესიებში არ მიეღოთ მონაწილეობა. განსაკუთრებული გზავნილი მაქვს ინტერნეტისა და კომუნიკაციების სფეროს სპეციალისტებისთვის: მიზანში ამოიღეთ რეჟიმის საინფორმაციო ინფრასტრუქტურა, რათა ჩვენი თანამემამულეების კავშირი მსოფლიოსთან აღდგეს” – ამბობს ირანის ბოლო შაჰის ვაჟი, რეზა ფეჰლევი ვიდეომიმართვაში.
ირანში საპროტესტო აქციები ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. არაოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 000-ზე მეტი ადამიანი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading