ქმრის ქორწილში შესრულებული ცეკვით ცნობილი ბლოგერი ლიმდა იბრაგიმოვა ავარიაში მოჰყვა

ჩეჩენი ბლოგერი ლიმდა იბრაგიმოვა, რომელმაც პოპულარობა საკუთარი ქმრის მეორე ქორწილში შესრულებული ცეკვით მოიპოვა, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბლოგერის ავტომობილი მნიშვნელოვნად დაზიანდა, თავად ლიმდა ფიზიკურ დაზიანებებს გადაურჩა. მისი თქმით, მძიმეა ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ლიმდა იბრაგიმოვამ სოციალურ ქსელში თავად გააზიარა მომხდარის დეტალები და აღნიშნა, რომ ავარიამდე ცოტა ხნით ადრე მძიმე ემოციურ ფონზე იმყოფებოდა.

„არც ქვა ვარ და არც უგრძნობი ადამიანი. ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს… ემოციებს ვეღარ ვუმკლავდებოდი. ბავშვები დავტოვე და უბრალოდ წავედი, რომ გონება გამეთავისუფლებინა. ზუსტად ერთ საათში ავარიაში მოვყევი“, – წერს ბლოგერი.

ავარიაში დამნაშავედ მეორე მძღოლი ცნეს, თუმცა, იბრაგიმოვას თქმით, საკითხი მშვიდობიანად, დავისა და კომპენსაციის გარეშე მოგვარდა.

ლიმდა იბრაგიმოვა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ის საკუთარი ქმრის, იმრანის, მეორე ქორწილში ცეკვავს. ამ ფაქტმა საზოგადოებაში ურთიერთსაპირისპირო შეფასებები გამოიწვია.

ბლოგერმა ასევე ისაუბრა მძიმე ბავშვობაზე – დედა სიმსივნით დაკარგა, მამა კი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ობლად დარჩენილი და-ძმა მკაცრ გარემოში გაიზარდა.

ამჟამად ლიმდა გამომწერებს უხდის ბოდიშს გაუჩინარებისთვის და აღნიშნავს, რომ სტრესის დასაძლევად სიმშვიდე და დრო სჭირდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading