გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ახალგაზრდული საბჭოს წევრთა შესარჩევ კონკურსს!
ახალგაზრდული საბჭო წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს:
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას;
სხვადასხვა პროექტის, ღონისძიებისა და შეხვედრის ორგანიზებას;
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან თანამშრომლობას , რათა ახალგაზრდული პოლიტიკა იყოს უფრო პროგრესული და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული.
კონკურსში მონაწილეობისთვის ეწვიეთ ბმულს და შეავსეთ განაცხადი: https://docs.google.com/…/1v-GtEoZx…/viewform…
განაცხადში უნდა გაგვიზიაროთ ერთი კრეატიული იდეა, რომელიც გააუმჯობესებს ახალგაზრდების ცხოვრებას გარდაბანში.
იდეა შეიძლება შეეხებოდეს:
კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს;
სოციალურ ინიციატივებსა და გარემოს დაცვას;
თქვენ მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემასა და მისი გადაჭრის გზას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 30 იანვარი.
შემოგვიერთდით და გახდით ცვლილებების ნაწილი! ![]()