გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაზიანებული გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის დასახლებაში დაზიანებული გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მისი პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი.

გაზსადენის დაზიანების გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება თავდაპირველად მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს შეუწყდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ სპეციალისტებმა და შესაბამისმა სამსახურებმა პრობლემა ოპერატიულად აღმოფხვრეს.

ამ დროისთვის გაზმომარაგების აღდგენა დაწყებულია და ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობისთვის უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading