ირანმა საჰაერო სივრცე გახსნა ✈️
Reuters-ის ინფორმაციით, ირანმა გუშინ დროებით დახურა საჰაერო სივრცე, თუმცა გამონაკლისი იყო ის საერთაშორისო რეისები, რომლებიც უშუალოდ ირანში მიემგზავრებოდა ან ირანიდან სრულდებოდა. მოგვიანებით შესაბამისი NOTAM-ი გაუქმდა და ფრენები ეტაპობრივად განახლდა.
ერთ-ერთმა პირველებმა ირანში რეისების შესრულება განაახლეს Mahan Air-მა, Yazd Airways-მა და AVA Airlines-მა. ამ დროისთვის ირანის თავზე უკვე ათეულობით თვითმფრინავი დაფრინავს.
როგორც Reuters წერს, საჰაერო სივრცის დროებითი დაკეტვა აშშ-თან შესაძლო სამხედრო ესკალაციის ფონზე მოხდა.