ჩვენ ახლა მძიმე გამოცდის წინაშე ვდგავართ – სალომე ზურაბიშვილი
„არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ ძალიან გაძლიერებულ და დაჩქარებულ მოძრაობას რუსეთის გზაზე. არამხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნების დარღვევები, რომელიც მოხდა არჩევნების დროს, არჩევნების შემდეგ. პარლამენტის პირველი სესია შემიძლია მოვიწვიო მხოლოდ მე, მოიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც არ იყო ამ დროს თავმჯდომარე, იგი არ იყო აღიარებული კონსტიტუციის მხრიდან. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ იყო მიცემული დრო იმ სარჩელების განსახილველად, რომელიც ჩვენ შევიტანეთ. ესეც კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა, რომელიც პარლამენტის პირველი სესიის წინ მოხდა. [28 ნოემბერს] პრემიერ-მინისტრს არ ჰქონდა ლეგიტიმურობა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არჩევნები, მას ამ განცხადების გასაკეთებლად მანდატი არ გააჩნდა. კონსტიტუციაში ნათლადაა გაწერილი, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუციამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა გამარტივდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული კონსტიტუციის დიდი ნაწილი შეადგინა ამავე პრემიერ-მინისტრმა, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა და მან განაცხადა, რომ წყვეტს მოლაპარაკებებს. ისედაც არ მიდიოდა მოლაპარაკებები, მაგრამ ველოდებოდით ამას. რეალურად მან შეაჩერა ევროპული მომავლისკენ სვლა რეალური მანდატის გარეშე და ამის უფლების ქონის გარეშე. ყველაფერს საქართველოში აკონტროლებს ერთი პარტია და ერთი პირის მმართველობა. რა რჩება ამ კონტროლის გარეთ? ოპოზიციური მედია – მინდა ხაზი გავუსვა სამი მედიიდან ორი საკმაოდ მძიმე ფინანსურ კრიზისშია, რომელიც ასევე პროვოცირებული იყო. ძნელია ამის დამტკიცება. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს დამოკლეს მახვილი ჰკიდიათ თავზე ე.წ. „რუსული კანონის“ გამო. როგორ მოხდება ამის იმპლემენტაცია და შესრულება, მნიშვნელოვანია და მესამე – პრეზიდენტი – მე აქ ვიმყოფები ორი იმპიჩმენტის მცდელობის გათვალისწინებით. ერთი კვირის შემდეგ მე აღარ მეყოლება პირადი დაცვა. მე არ ვფიქრობ, რომ დაცვა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს,“ – განაცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში თავისი გამოსვლა შეკითხვით დაასრულა. მან მიმართა ერვროპარლამენტარებს დააჩქარებენ გადამწყვეტ მოქმედებებს, თუ გაგრძელდება ნელი მოქმედება.
მისი თქმით, საქართველო უკრაინისგან განცხავებით არ იბრძვის იარაღით, მაგრამ ასევე მძიმე ბრძოლაშია.
„მინდა აღვნიშნო უკრაინელების სითამამე, რომლებიც იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის და ასევე ჩვენი ყველას მომავლისთვის, თქვენი მომავლისთვისაც. იმედი მაქვს, რომ ისინი გაიმარჯვებენ მათ ბოლომდე უნდა დავუჭიროთ მხარი. მეორეს მხრივ, ჩვენ ახლა გამოცდის წინაშე ვდგავართ, როდესაც ვიბრძვით არა სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ ასევე მძიმე ბრძოლაში ვართ. შეკითხვა, რომელიც მინდა დავსვა, არის შემდეგი – დააჩქარებთ მოქმედებებს, თუ კიდევ იქნება ნელი მოქმედება?“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.