ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სოფელ ზუმის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი პირი დაშავდა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.