ნოვრუზ ბაირამი უძველესი დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის მოსვლას, ბუნების გამოღვიძებას და სიცოცხლის განახლებას აღნიშნავს
დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე, ყოველ სამშაბათს აღინიშნება ნოვრუზის ოთხი “ჩერშენბე”, რომლებიც ოთხ სტიქიას – წყალს, ცეცხლს, ქარს და მიწას – უკავშირდება.
დღეს ქარის ჩერშენბეა. ქარის სამშაბათი გამოცოცხლების დღესასწაულია. ქარი, როგორც შემოქმედებითი ენერგია, ხეებს ნიადაგის გაღვივებაში, ხოლო ყვავილებს დამტვერვაში ეხმარება. ქარი მთელს ამ ენერგიას ატმოსფეროში ფანტავს. ეს არის ბედნიერების, წარმატების, სიყვარულის, მხიარულების, განახლებისა და გამოღვიძების დღესასწაული. ამ დღის აღსანიშნად, სუფრაზე ფლავი, ტკბილეული, ჯეჯილი, ქლიავისა და გარგარის ჩირი, შეღებილი კვერცხები, თხილი და სანთლებია.
2009 წელს ნოვრუზ ბაირამი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა, ხოლო 2010 წელს გაერომ საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.”-აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაცმარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.