,,თავს ერთგულ ტრამპისტებად ასაღებენ „ნაცები“ და მათი დანამატები ზურაბიშვილის ჩათვლით – მოვითხოვოთ, ხმამაღლა და ცალსახად დაგმონ მათ მიერვე, სულ ახლახან, ტრამპის, როგორც რუსეთის პროექტის მოხსენიება ” – გიორგი ვოლსკი
„ეს რა ღრიანცელი აქვთ ატეხილი და თავს ერთგულ ტრამპისტებად ასაღებენ, გინდა ნაცები და გინდაც მათი დანამატები, ზურაბიშვილის ჩათვლით. მოდი ერთი მოვითხოვოთ ყველასაგან ხმამაღლა და ცალსახად დაგმონ მათ მიერვე, სულ ახლახან, ტრამპის, როგორც რუსეთის პროექტის მოხსენიება და არჩევნების შედეგებზე რუსეთის გავლენის შესახებ გაკეთებული განცხადებები, პირადი შეურაცხყოფა!“ – წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, სოციალურ ქსელში.