გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი რძის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი შეხვდა რძის სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განიხილეს:🔹 პირველადი წარმოებისა და ცხოველთა გადაადგილების კონტროლის გამკაცრება

🔹 ვეტერინარული რეცეპტების ეტაპობრივი დანერგვა

🔹 ნედლ რძეში აფლატოქსინის ზღვრული ნორმები

🔹 ნედლი რძის წარმოების წახალისების მექანიზმები.

ლაშა ავალიანი: „მერძეული სექტორის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა დარგის წარმომადგენლებთან, როგორც პირველად მწარმოებლებთან, ასევე გადამმუშავებლებთან. განვიხილეთ რამდენიმე მიმდინარე საკითხი და ის გამოწვევები, რომლებიც დღეს ბაზარზე და მთლიანად სექტორში არსებობს. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, რომელთა განხორციელება მიმდინარე წლიდან დაიწყება და რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი სექტორის განვითარებას, ასევე საბოლოო მომხმარებლის უკეთ ინფორმირებას.“

რძის სექტორის წარმომადგენლები მსგავსი ფორმატის შეხვედრებს დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ დარგში არსებული გამოწვევების დასაძლევად სახელმწიფოსთან რეგულარული კომუნიკაცია და შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading