სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად ამოწმებს ვეტერინარულ ობიექტებს
შინაური ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ვეტერინარულ კლინიკებს, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.
📊 2025 წლის შედეგები:
- 700-მდე ვეტკლინიკა, ვეტაფთიაქი და ზოომაღაზია შემოწმდა
- 1000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა
- გამოვლინდა 28 სამართალდარღვევა
✅ 2026 წელს კონტროლი გაგრძელდება
📞 დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1501. ყველა შეტყობინებაზე რეაგირება იქნება.