ლიბიაში მუამარ კადაფის ვაჟიშვილი, სეიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს


ლიბიის ქალაქ ზინტანში ქვეყნის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ვაჟიშვილი – სეიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

მედიის ცნობით, სეიფ ალ-ისლამ კადაფი საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს – მას რამდენჯერმე ესროლეს.

DW-ის ინფორმაციით, კადაფის შვილი საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავდა. ლიბია დღემდე ორად არის გაყოფილი და ქვეყანაში დაპირისპირება სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულ ჯგუფებს შორის გრძელდება.

სეიფ ალ-ისლამი მუამარ კადაფის უმცროსი ვაჟი იყო. კადაფის რეჟიმის დამხობამდე იგი შეზღუდული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ინიციატორად მოიაზრებოდა, თუმცა 2011 წლის ამბოხის დროს საჯაროდ დაუჭირა მხარი ხელისუფლების მიერ პროტესტის ძალადობრივ ჩახშობას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading