ქვემო ქართლში ტურისტული პოტენციალის განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა


ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, „საქართველოს გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელ ქეთი მელაძესა და ააიპ „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელ გია ზერაგიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის ათვისება, რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ახალი ტურისტული მარშრუტების განვითარება. მხარეებმა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული მიმზიდველობის ზრდას.

ილია ჯალაღანიამ აღნიშნა, რომ ქვემო ქართლის ტურისტულ რუკაზე ღირსეული წარმოჩენა მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და რეგიონის უნიკალური რესურსების სწორი მართვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მის განვითარებაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading