აბიტურიენტებს წელს პროფესიული კოლეჯების დამატებით არჩევის შესაძლებლობა ექნებათ
განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებით, 2026 წელს აბიტურიენტები უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გარდა, დამატებით სამი პროფესიული კოლეჯისა და პროფესიული პროგრამის შემოხაზვას შეძლებენ.
მისივე თქმით, უმაღლესი სასწავლებლების არჩევაზე შეზღუდვა არ დაწესდება, ხოლო ახალი ცვლილების მიზანია, იმ აბიტურიენტების დაზღვევა, რომლებიც შესაძლოა უნივერსიტეტში ვერ მოხვდნენ და სასწავლო პროცესის მიღმა არ დარჩნენ.
ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე წლისთვის უკვე მიღებულია და მომავალში შესაძლო ცვლილებები დამატებით შეფასდება.