სროლა კანადაში: საშუალო სკოლაში 10 ადამიანი დაიღუპა, 25-ზე მეტი დაშავდა

კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირიც, ხოლო 25-ზე მეტი დაშავდა. პოლიციამ დაადგინა ეჭვმიტანილის ვინაობა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალები ჯერ არ გასაჯაროვდება.

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნმა მომხდარზე ღრმა მწუხარება გამოხატა და აღნიშნა, რომ კრიზისში გაერთიანება ქვეყნის საუკეთესო თვისებაა: „ჩვენი ემპათია, ჩვენი ერთიანობა და ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა“. ასევე, პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებლად გერმანიაში გამგზავრება დროებით შეაჩერა.

ინფორმაციას მედია საშუალებები კანადის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading