იუსტიციის სამინისტროს სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე მარნეულში სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებს შეხვდა


იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე, რუსუდან კოხოძე მარნეულში ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებს შეხვდა და მათ საჭიროებებსა და სამუშაო გარემოს ადგილზე გაეცნო.
სამსახურის ძირითადი საქმიანობა მოიცავს მოქალაქეთა რეგისტრაციას, დოკუმენტირებას, დაბადების, ქორწინების, განქორწინების, სახელისა და გვარის ცვლილების, გარდაცვალებისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების აღრიცხვას.
შეხვედრაზე განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. კოხოძემ თანამშრომლებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა სამუშაო პროცესის გაუმჯობესებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს ხელმძღვანელი პირები დავით გვარამაძე, თამთა ფეტვიაშვილი და ნინო მესხი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading