მარნეულელი სპორტსმენი გოგონები წარმატებით გამოვიდნენ საერთაშორისო ტურნირზე “თბილისის ჯიმნაესტრადა”
თბილისში, ტანვარჯიშის დისციპლინაში, გაიმართა მეხუთე საერთაშორისო ტურნირი — “თბილისის ჯიმნაესტრადა”, სადაც მონაწილეობა მიიღეს მარნეულის სპორტული სკოლის, სპორტული აკრობატიკის წრის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ორი გუნდის 36 გოგონა სპორტსმენით იასპარეზეს.
მარნეულელმა ახალგაზრდებმა თავი გამოიჩინეს მაღალი დონის მომზადებით, გუნდურობითა და ტექნიკური სიზუსტით. მათ წარმატებით შეასრულეს საფესტივალო ნომრები და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურეს.
სპორტული აკრობატიკა არის გოგონა სპორტის სახეობა, რომელიც აერთიანებს აკრობატიკულ ელემენტებს, სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ფიგურებს, ნახტომებს და მხატვრულ კომპოზიციას მუსიკის თანხლებით.სპორტული აკრობატიკა სრულდება წყვილებში ან ჯგუფებში და მოითხოვს განსაკუთრებულ ფიზიკურ ძალას, მოქნილობას, სიზუსტეს და გუნდურ მუშაობას.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს მუნიციპალიტეტში გოგონათა სპორტის განვითარების ხელშეწყობა.
მარნეულის სპორტული სკოლა ულოცავს სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა/Marneuli Municipality Sportschool




