დევნილთა სააგენტო 300 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300 ოჯახს სახლს შეუსყიდის. სიები უკვე გამოქვეყნებულია სააგენტოს ვებგვერდზე. ოჯახებს ექვსი თვე აქვთ, რათა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ საცხოვრებელი.
სახლის შესყიდვის თანხა ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.
სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება და ამ პერიოდში 13 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე დაუფინანსდა საცხოვრებელი, მათ შორის 2 300 – მიმდინარე წელს.
დევნილთა ოჯახების განაცხადები კვლავ მიიღება და განსახლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.