ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს.
დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ე.გ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმი-ში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.