ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი 81 აბი. ასევე ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები და, სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისი-ში შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, განზრახ დაეჯახა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელსა და სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ავტომობილს. შედეგად პოლიციელმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო და სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.