საქართველოს 23 წლამდე უძლიერეს მამაკაცთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გუნდური პირველი ადგილითა და ორი მედლით დაასრულა
საქართველოს 23 წლამდე უძლიერესმა მამაკაცთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გუნდური პირველით დაასრულა!
ნიკა ლეკაიძე (+105 კგ) — ევროპის ჩემპიონი
თორნიკე ხუციშვილი (105 კგ) — ვერცხლის მედლის მფლობელი
ქართველმა სპორტსმენებმა ბათუმში გამართულ კონტინენტის პირველობაზე გუნდური გამარჯვება მოიპოვეს.
ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.


