ბოლნისის მუნიციპალიტეტში,სოფელ მუშევანში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
- პროექტის ფარგლებში 550 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი იგება.
- სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
- პროექტის ღირებულება: 275 000 ლარი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან და სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილების უფროსთან, გიორგი სიკინჭალაშვილთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.




