უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო იულია ტიმოშენკოსთვის ქონების ჩამორთმევის საკითხს განიხილავს

მედიის ინფორმაციით, უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერის, იულია ტიმოშენკოსთვის ქონების ჩამორთმევის საკითხს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ იულია ტიმოშენკოს 33 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. მანამდე კი ანტიკორუფციულმა უწყებებმა ტიმოშენკოს ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს.

როგორც ცნობილია, ჩხრეკა უკავშირდებოდა ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, იულია ტიმოშენკო უმაღლეს რადაში სხვა ფრაქციის წევრ დეპუტატებს კონკრეტული კანონპროექტების მხარდაჭერის ან მათ წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ ქრთამის შეთავაზებასა და მოსყიდვას ცდილობდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading