ყავაში მოხალული ბარდის გამოყენების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარეს ყავის საწარმოში – შპს „ტრეიდერი“ (მისამართი: ქ. თბილისი, ქვალონის №1).

ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ყავის წარმოებას – მოხალვას, დაფქვასა და დაფასოებას – დასახელებით „ვილა“ და „ვილა გოლდი“. შემოწმებისას გამოვლინდა, რომ აღნიშნული პროდუქციის წარმოებისას ნედლეულად, ყავის მარცვლებთან ერთად, მოხალული ბარდა გამოიყენებოდა. პროდუქცია რეალიზდებოდა მცირე სავაჭრო ობიექტებში.

შემოწმების პროცესში ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა.

გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading