ძიუდოს კლუბ „უშბას“ წარმატება საქართველოს ჩემპიონატსა და თბილისის ღია ჩემპიონატზე
25 დეკემბერს, საქართველოს ჩემპიონატში გოგონათა შორის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ძიუდოს კლუბმა „უშბამ“ წარმატებით იასპარეზა და მე-3 საპრიზო ადგილები დაიკავა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:
- მარიამ ბენდელიანი (52 კგ) 🥉
- ანა ბენდელიანი (57 კგ) 🥉
19 იანვარს, თბილისის ღია ჩემპიონატზე ვაჟებს შორის, კლუბის სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს:
- ლუკა ხარძიანი (34 კგ) 🥇
- გაბრიელ კიწმარიშვილი (30 კგ) 🥉
- დავით პატარავა (24 კგ) 🥉
სპორტსმენებს ამ წარმატებაში წვლილი მიუძღვით მწვრთნელებს – გიორგი ხარძიანსა და ალეკო გულედანს.