პოლიციამ ძარცვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ფ.ა. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.
ნივთმტკიცებად ამოღებულია მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ხელჩანთა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.