მარნეულის მუნიციპალიტეტიდან 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე 9 პედაგოგია წარდგენილი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერთან დაურ ისმაილოვთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელ მარიამ ჩიქობავასთან, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ხანალი გახრამანოვთან და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პედაგოგებს წარმატებები უსურვეს და მადლობის სიგელები გადასცეს. მარნეულის მუნიციპალიტეტიდან 2026…

წაიკითხეთ მეტი

🎓 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ 10 პედაგოგს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელ მარიამ ჩიქობავასთან ერთად, 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 10 პედაგოგს შეხვდა. მერმა პედაგოგებს მოსწავლეების განათლებასა და განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეხვედრას მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ხანალი…

წაიკითხეთ მეტი

შაუმიანში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის №3 საჯარო სკოლის ეზოში, ახალი 2026–2027 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისა და მოზარდებისთვის დაგეგმილია მრავალფეროვანი შემეცნებით-გასართობი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალი სასწავლო წლის პოზიტიურ და სასიამოვნო განწყობაზე დაწყებას. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ შემდეგ აქტივობებში: ზღაპრების…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში ქალაქის მთავარი სახალხო დღესასწაული ,,მარნეულობა 2026″ გაიმართა

25 სექტემბერს, ქალაქ მარნეულში, ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერში, სახალხო დღესასწაული – „მარნეულობა 2026“ გაიმართა. ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე,მერთან დაურ ისმაილოვთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ვიქტორ ჯაფარიძესთან, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩ ფაიკ გულიევთან, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოს მეუფე გიორგი ჯამდელიანთან და…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულმა სახალხო დღესასწაული „მარნეულობა 2026“ აღნიშნა

25 სექტემბერს, ქალაქ მარნეულში, ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერში, სახალხო დღესასწაული „მარნეულობა 2026“ აღინიშნა. ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიური განათლების კურსები დაინერგება

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მოადგილე თეონა ფარჯიანთან ერთად, ა(ა)იპ „პასკალის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში რობოტიკის, პროგრამირების, 3D მოდელირებისა და ელექტროინჟინერიის საგანმანათლებლო კურსების დაგეგმვის საკითხები. პროგრამა მარნეულში მცხოვრები 10-15 წლის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მისი მიზანია ახალგაზრდებში თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება. „ტექნოლოგიური განათლება, რობოტიკა და პროგრამირება არ არის მხოლოდ უნარები –…

წაიკითხეთ მეტი

25 სექტემბერს მარნეულში „მარნეულობა 2026“ გაიმართება!

მარნეულის მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს სახალხო დღესასწაულზე ეპატიჟება. ღონისძიება „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე სკვერში გაიმართება და პროგრამა 13:00 საათზე დაიწყება. 🎭 სტუმრებს დახვდებათ საბავშვო და სპორტული სივრცეები, ანიმატორების შოუ, ფოტოსივრცე, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული პროგრამა. 🍇 ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ყურძნის საზეიმო დაწურვა, თონეში პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, ფათირის ცხობის მასტერკლასი, ასევე ქართული, აზერბაიჯანული, სომხური და…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის კულტურის ცენტრი საქმიანობის განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მარნეულის კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაციის გამო, მიმდინარე წელს სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში დაწყება ვერ მოხერხდა. ცენტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საზოგადოების მხრიდან საქმიანობის განახლების შესახებ არაერთი შეტყობინება და სატელეფონო ზარი შევიდა. ცენტრი მზად არის, სასწავლო და შემოქმედებითი პროცესი უმოკლეს ვადაში განაახლოს, თუმცა ამისთვის აუცილებელია შესაბამისი ალტერნატიული ფართის უზრუნველყოფა. ,,კულტურის ცენტრის საქმიანობის განახლებასთან დაკავშირებით კულტურის ცენტრის შენობის…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ნონა ყაველაშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიის წევრებმა განიხილეს მერიის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილების საკითხი. ცვლილება ითვალისწინებს ერთი შტატის დაქვემდებარების შეცვლას – ეკონომიკის სამსახურის შესაბამისი განყოფილებიდან სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილებაში გადატანას. საკითხი კომისიას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გიორგი გასვიანმა წარუდგინა. კომისიამ საკითხის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც მისი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანაა დაგეგმილი.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი დასრულდა.

სოფელ საბირქენდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი დასრულდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტის ფარგლებში, 6 ქუჩაზე ჯამში 2 კილომეტრამდე გზა დაიგო. სამუშაოების ღირებულებამ 793 000 ლარი შეადგინა და პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლის საჭიროებებს, არსებულ საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავდნენ. სამუშაოების დათვალიერებას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ხახულაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »