მარნეულის მუნიციპალიტეტიდან 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე 9 პედაგოგია წარდგენილი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერთან დაურ ისმაილოვთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელ მარიამ ჩიქობავასთან, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ხანალი გახრამანოვთან და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პედაგოგებს წარმატებები უსურვეს და მადლობის სიგელები გადასცეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტიდან 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილები არიან:

🔹 შორენა ხუხუა – ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;
🔹 ელნარა ამირასლანოვა – ქალაქ მარნეულის №3 და №6 საჯარო სკოლების სპეციალური მასწავლებელი;
🔹 ჯულიეტა ქვარაია – ქალაქ მარნეულის №1 და სოფელ იმირის საჯარო სკოლების ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;
🔹 ხალიდა გახრამანოვა – სოფელ დიდი ბეგლიარისა და სოფელ ყიზილაჯლოს №2 საჯარო სკოლების სპეციალური მასწავლებელი;
🔹 ნონა დევაძე – ქალაქ მარნეულის №3 და №5 საჯარო სკოლების ქართული, როგორც მეორე ენისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
🔹 კენულ მუსაევა – სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის აზერბაიჯანული ენის მასწავლებელი;
🔹 კიფაიათ ჯაფარლი – ქალაქ მარნეულის №1 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;
🔹 ხაიალა მუსტაფაევა – ქალაქ მარნეულის №8 და სოფელ თაზაკენდის №1 საჯარო სკოლების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;
🔹 სევილ გარიბოვა – სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ერთ-ერთი წარდგენილი პედაგოგის, ხაიალა მუსტაფაევას, ნახატების გამოფენა.

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, გაიმართება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading