თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური თვითმმართველობის
წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს
გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება ორბელიანის ქუჩის 200-მეტრიან
მონაკვეთს, ფარნავაზისა და ბაგრატიონის ქუჩებიდან მრავალბინიან საცხოვრებელ
სახლებთან მისასვლელ 265 მეტრ გზასა და ეზოებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში, კეთილმოეწყობა თამარ მეფის ქუჩა №1-სა და №3-ში
მდებარე მრავალბინიან სახლებთან მისასვლელი გზა.
პროექტების საერთო ღირებულება 707 137 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.