,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება უზბეკეთთან”-მაკა ბიჭორიშვილი

„ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რაც არსებობს საქართველოსა და უზბეკეთს შორის. ისევე, როგორც სხვა ქვეყნებთან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება უზბეკეთთან, ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ამ მიმართულებით თანამშრომლობა. ეკონომიკური კომისია რა თქმა უნდა, კარგ შესაძლებლობას იძლევა იმისათვის, რომ სხვადასხვა სფეროები იყოს განხილული, რასაც წვლილი შეაქვს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაში, გაღრმავებაში და არის კარგი შესაძლებლობა, დავგეგმოთ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, თუ რა სფეროებში არის პრიორიტეტული საქართველოსთვის თანამშრომლობა უზბეკეთთან, ასევე მოვისმინოთ ჩვენი პარტნიორების მოსაზრებები და წინადადებები. პოტენციალი არის საკმაოდ საინტერესო, მნიშვნელოვანი და ამ პოტენციალს სჭირდება პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება იმისათვის, რომ უკეთ იყოს ათვისებული”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უზბეკეთში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading