ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად დავით ჩხარტიშვილი დაინიშნა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თბილისის პროკურატურის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.

პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად:

თბილისის პროკურორად გიორგი მიქაია დაინიშნა,

ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად დავით ჩხარტიშვილი დაინიშნა, რომელიც შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობას იკავებდა,

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად ლევან გეგეჭკორი დაინიშნა.

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა იმ თანამშრომლებს, რომლებსაც აღნიშნული თანამდებობები ეკავათ და ახალ პოზიციებზე წარმატებები უსურვა.

თანამშრომლებთან შეხვედრაზე, გენერალურამა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის განცხადებით, საკადრო ცვლილებები საქართველოს პროკურატურის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ემსახურება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading