მარნეულელმა ტაეკვონდოისტებმა თბილისში გამართულ საერთო ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა

2025 წლის 16 მარტს, ქალაქ თბილისში გაიმართა საერთო ვარჯიში ტაეკვონდოში, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ტაეკვონდოს წრის 40-მდე აღსაზრდელმა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სპორტსმენების შორის გამოცდილების გაზიარებას და მათი ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას.ასეთი ვარჯიშები მათ აძლევთ შესაძლებლობას გაუმჯობესდნენ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.

მომდევნო ღონისძიებებში მარნეულის ტაეკვონდოისტები კვლავ მიიღებენ მონაწილეობას და საკუთარ გამოცდილებას სხვა სპორტსმენებს გაუზიარებენ.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading