სურსათის ეროვნული სააგენტომ თბილისში არალეგალური რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოვლინდა – მეწარმე დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ შპს „სანდო“ (მისამართი: ქ. თბილისი, გ. ნადარეიშვილის N5, ს.კ. 406121913) საქმიანობას აწარმოებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარების გარეშე.

შემოწმებისას გაირკვა, რომ საწარმოში ჰიგიენური ნორმები და სურსათის უვნებლობის მოთხოვნები სერიოზულად იყო დარღვეული. შედეგად, ამოღებული და დალუქულია 419 ქილა მაწონი, 10 კილოგრამზე მეტი ყველი, 35 ერთეული ლიტრიანი შეფუთვით რძე და 110 ლიტრი დაუფასოებელი რძე.

მეწარმე დაჯარიმდა და მას საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით– არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმოების გამოვლენა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. მიმდინარე წელს, რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან უკვე ჩატარდა 3 580 სახელმწიფო კონტროლი, რის შედეგადაც გამოვლენილია 32 არარეგისტრირებული საწარმო. სააგენტო კონტროლისა და მონიტორინგის პროცესს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading