გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

აბაშაის მუნიციპალიტეტში სოფელ ტყვირში მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 2,5 კგ თევზი და აკრძალული საშუალებით მისი ტრანსპორტირებაც ახორციელებდა. ვინაიდან ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

უწყების ინფორმაციით, ელექტროიარაღის გამოყენება საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გასულ წელს დეპარტამენტმა ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 59 ფაქტი გამოავლინა. ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ, ხოლო ცხელ ხაზზე – 153 – მიღებულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება ხდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading