მარნეულში ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიური განათლების კურსები დაინერგება

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მოადგილე თეონა ფარჯიანთან ერთად, ა(ა)იპ „პასკალის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში რობოტიკის, პროგრამირების, 3D მოდელირებისა და ელექტროინჟინერიის საგანმანათლებლო კურსების დაგეგმვის საკითხები.

📚 პროგრამა მარნეულში მცხოვრები 10-15 წლის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მისი მიზანია ახალგაზრდებში თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება.

„ტექნოლოგიური განათლება, რობოტიკა და პროგრამირება არ არის მხოლოდ უნარები – ეს არის ინვესტიცია ჩვენი მუნიციპალიტეტის ძლიერ და პერსპექტიულ მომავალში“, – აღნიშნა დაურ ისმაილოვმა.

პროექტი უკვე საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading